ავტორიზაცია

მილანი ლილს რენატო სანჩესის თაობაზე დაუკავშირდა - ტრანსფერის დასახურად ცოტა დროა

მილანი ლილს რენატო სანჩესის თაობაზე დაუკავშირდა - ტრანსფერის დასახურად ცოტა დროა
თარიღი 31 იან 2022, 02:02

„მილანმა“ ევრო 2016-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება სცადა.

ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“ წერს, რომ „როსონერი“ „ლილს“ რენატო სანჩესის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა.

თუმცა, ჯერჯერობით საფრანგეთის ჩემპიონთან შეთანხმება მიღწეული არ არის, ასევე „მილანს“ არ შეუთანხმებია ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტიც. ამის გამო, ნაკლები შანსია, რომ ტრანსფერის დახურვა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოესწროს. 

თუმცა, რომანო ხაზს უსვამს, რომ რენატო სანჩესი „მილანისთვის“ პრიორიტეტული სამიზნეა და თუ ტრანსფერის დახურვა იანვარში არ გამოვა, გუნდი მის ვარიანტს ზაფხულში დაუბრუნდება.