ბარსელონამ პსჟ-ს დემბელეს ფასი დაუსახელა, ტრანსფერში შესაძლოა პარიზელთა შემტევი ჩართონ

„ბარსელონა“ და „პსჟ“ უსმან დემბელეს ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
24 წლის ფეხბურთელმა პარიზელებთან ზაფხულის უფასო ტრანსფერი შეათანხმა, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ის გუნდში უკვე ამ თვეშივე გადავიდეს.
Marca-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
ჟურნალისტი ელენა კონდის ედო ამატებს, რომ ტრანსფერში შესაძლოა „პსჟ-ს“ შემტევი მაურო იკარდიც ჩართნ, რომელიც პარიზში სათამაშო დროით უკმაყოფილოა და წასვლას განიხილავს.
ამან შესაძლოა მოლაპარაკებები დააჩქაროს, რადგან „ბარსა“ ამ ეტაპზე თავდამსხმელის ძიებაში იმყოფება.