ავტორიზაცია

"ყველაფერი, რაც ფერგიუსონმა მანჩესტერში წლების მანძილზე შექმნა, დანგრეულია", - სერ ალექსის ყოფილი თანაშემწე

"ყველაფერი, რაც ფერგიუსონმა მანჩესტერში წლების მანძილზე შექმნა, დანგრეულია", - სერ ალექსის ყოფილი თანაშემწე
თარიღი 31 Jan 2022, 11:02

სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილმა თანაშემწემ "მანჩესტერ იუნაიტედში", რენე მელენსტინმა "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ კრიტიკული განცხადება გააკეთა:

"საკმარისია იმის თქმა, რომ სერ ალექსის წასვლის შემდეგ, კლუბს არასოდეს მოუგია ლიგის ტიტული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ იუნაიტედმა იდენტობა მთლიანად დაკარგა.

ყველაფერი, რაც ფერგიუსონმა წლების განმავლობაში შექმნა, გაუქმებულია. იუნაიტედს თამაშის საკუთარი სტილი ჰქონდა, ისინი მიმზიდველად და კრეატიულად თამაშობდნენ.

ეს მათი საფირმო ფეხბურთი აღარ არის. თუ გსურთ იყოთ წარმატებულები, მნიშვნელოვანია გქონდეთ თქვენი საფირმო ხედვა და სტაბილურობა, აბსოლიტურად ყველა მიმართულებით.

მანჩესტერ იუნაიტედს ეს არ აქვს, მაშინ როცა ლივერპულს იურგენ კლოპთან ერთად და მანჩესტერ სიტის პეპ გვარდიოლასთან ერთად აქვს ეს სტაბილურობა", - განაცხადა რენემ.