ავტორიზაცია

დიასის შემდეგ, ლივერპული კიდევ ერთ ტრანსფერს ხურავს

დიასის შემდეგ, ლივერპული კიდევ ერთ ტრანსფერს ხურავს
თარიღი 31 იან 2022, 12:26

ფაბრიციო რომანოს თქმით, "ლივერპული" და ფულჰემი ფაბიო კარვალიოს ტრანსფერზე მოლაპარაკების ბოლო ეტაპში შედიან. გარიგება ძალიან მალე ოფიციალურად დაიხურება.

ლივერპულმა შესთავაზა 7 მილიონი ევრო (5,8 მილიონი ფუნტი სტერლინგი) 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი "ფულჰემთან" ზაფხულში ეწურება.

კლუბები ახლა განიხილავენ გარიგების პირობებს, მათ შორის გადახდის შესაძლო ვარიანტებს. "ფულჰემს" ასევე სურს კარვალიოს შენარჩუნება მიმდინარე სეზონის ბოლომდე.

კარვალიო მიმდინარე სეზონში "ფულჰემის" რეგულარული მოთამაშე გახდა, ჩემპიონშიფში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, "ლივერპულმა" ლუის დიასის ტრანსფერი უკვე დახურა.