ავტორიზაცია

რატომ პრემიერ ლიგა და არა ინტერში დარჩენა? - რეგულაცია, რომლის გამოც მილანელებს კრისთან განშორება მოუწიათ

რატომ პრემიერ ლიგა და არა ინტერში დარჩენა? - რეგულაცია, რომლის გამოც მილანელებს კრისთან განშორება მოუწიათ
თარიღი 31 იან 2022, 14:29

როგორც მოგეხსენებათ, კრისტიან ერიქსენი "ბრენტფორდში" გადავიდა. დანიელი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა კითხვა - შეძლებდა თუ არა ის მილანის "ინტერში" დარჩენას?

პასუხი - ვერ შეძლებდა. ეს ყველაფერი იტალიურ წესებს ეხება: იქ უბრალოდ კარდიოსტიმულატორით ვერ შეხვალ მოედანზე და ევროზე მომხდარის შემდეგ, კრისტიანს, რა თქმა უნდა, მოუწია მისი ჩადგმა.

ამიტომ, "ინტერმა" უბრალოდ ვერც კი განიხილა კონტრაქტის გახანგრძლივების ვარიანტი. ამიტომ, შეწყვეტის შემდეგ, მხოლოდ სხვა ქვეყნების ვარიანტები ისმოდა.

იტალიელმა ინსაიდერმა ნიკოლო სკირამ დააფიქსირა "მონაკო", "აიაქსი", "კოპენჰაგენი", "ოდენსე", ასევე პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი. ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში, დანიელის აგენტმა მიანიშნა პრემიერ ლიგაში მის გარდაუვალ გადასვლაზე.

"კრისს რომ ისევ ინგლისში შეეძლოს თამაში, ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის სახლში დაბრუნება იქნებოდა. ბრიტანეთის საზოგადოება განსაკუთრებულად კარგად ექცევა კრისტიანს.

არა მხოლოდ მისი საფეხბურთო შესაძლებლობების გამო, არამედ მისი ადამიანური თვისებების, მოკრძალებისა და ალტრუიზმის გამო", - განუცხადა აგენტმა BBC-ს.