ავტორიზაცია

ნიუკასლმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ 3 ტრანსფერი დახურა

ნიუკასლმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ 3 ტრანსფერი დახურა
თარიღი 31 იან 2022, 18:08

"ნიუკასლი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, "კაჭკაჭებმა" "რეიმსს" ფორვარდ უგო ეკიტიკეს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო + ბონუსები შესთავაზა.

ფრანგული კლუბი ინგლისელთა წინადადებას უკვე დათანხმდა, თავად 19 წლის ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, წერს ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი.

გარდა ამისა, ძალიან მალე "ნიუკასლში" "ასტონ ვილას" მცველი, მეტ ტარგეტი გადავა, რომელიც სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის.

"კაჭკაჭების" კიდევ ერთი ახალწვეული "ბრაიტონის" მცველი, დენ ბერნი გახდება. The Guardian-ის ცნობით, მასში არაბების მფლობელობაში მყოფი კლუბი 15 მილიონს გადაიხდის.

მოგეხსენებათ, "ნიუკასლმა" გუშინ საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსფერი დაადასტურა - 50 მილიონ ევროდ "ლიონიდან" ჩამშლელი ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში დაიმატა.