ავტორიზაცია

LIVE: დედლაინის დღე - სატრანსფერო ფანჯრის გადამწყვეტი საათები

LIVE: დედლაინის დღე - სატრანსფერო ფანჯრის გადამწყვეტი საათები
თარიღი 31 იან 2022, 20:11

სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში ჩვენი დროით 03:00 საათზე იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და შეიძლება მოულოდნელი ტრანსფერი გველოდება. 

🔴 03:01 დიდი ალბათობით ამაღამ ბარსელონა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას ვერ მოახერხებს. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, გაბონელმა ჯერ არსენალთან უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი და ბარსელონას შეუერთდეს. 

დიახ, დეტალები შეიცვალა - ფეხბურთელი ბარსაში არა იჯარით, არამედ სრულფასოვანი კონტრაქტით გადავა, რადგან არსენალთან ხელშეკრულებას შეთანხმების საფუძველზე წყვეტს. 

Al Hilal ready to take Pierre-Emerick Aubameyang on loan from Arsenal, pay  all his wages - reports - Eurosport

02:03 ოფიციალურად: მადრიდის ატლეტიკომ ფრანგული ლილის მარცხენა მცველის რეინილდო მანდავა გაიფორმა

Image

🔴 02:01 „ლივერპულმა" 10 მილიონ ევროდ „ფულემის" შემტევ ნახევარმცველს ფაბიო კარვალიოს ტრანსფერი შეათანხმა - ახლა კლუბებმა 1 საათში საბუთების დროულად მომზადება უნდა მოასწრონ. 

Breaking: Fulham Expected to Accept Liverpool's Bid for Fabio Carvalho -  Sports Illustrated Liverpool FC News, Analysis, and More

 01:44 ქეისი საბოლოოდ დაიხურა - უსმან დემბელე ზაფხულამდე ბარსელონაში რჩება

Man Utd willing to sign Ousmane Dembele before transfer deadline - Man Utd  News

01:29 ოფიციალურად: აარონ რემსი რეინჯერსის ფეხბურთელია

Image

01:05 ფოტომტკიცებულება - აარონ რემსი შოტლანდიაში ჩავიდა რეინჯერსთან კონტრაქტის გასაფორმებლად. იჯარა + გამოსყიდვის უფლება ❗

Image

🔴🔴 01:00 პიერ-ემერიკ ობამეიანგი ამ წუთებში ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებას გადის

Barcelona close to signing Arsenal striker Pierre-Emerick Aubameyang on  loan until end of season - report - Eurosport

00:02 ავტორიტეტული ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ უსმან დემბელეს ტოტენჰემში გადასვლა გამორიცხულია - NO CHANCE! 

Image

23:46 „ბარსელონას“ ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს მიმართ ინტერესს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 საათით ადრე „ტოტენჰემი“ იჩენს - ფეხბურთელს ეს ვარიანტი მოსწონს და ტრანსფერი რეალურია. 

Manchester United make contact with Ousmane Dembele's entourage

🔴🔴23:39 ბარსელონამ და არსენალმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის იჯარაზე შეთანხმებას მაინც მიაღწიეს, გაბონელი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება და გუნდთან 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს. სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაიმართოს. 

Pierre-Emerick Aubameyang: Barcelona close in on loan deal for Arsenal  striker | Evening Standard

22:51 ოფიციალურად: დონი ვან დე ბეეკი სეზონის ბოლომდე იჯარით ევერტონში ითამაშებს

Image

22:30 ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა: "ობამეიანგის დამატება გვსურს. რთული ოპერაციაა, მაგრამ იმედი ჯერ კიდევ არის" 

FC Barcelona - La Liga: Laporta continues to put his board together at  Barcelona | Marca

22:15 მანჩესტერ იუნაიტედმა ჯესი ლინგარდის გაშვებაზე საბოლოო უარი თქვა - ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე რჩება! 

Image

21:56 ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა შესაძლო ტრანსფერებზე: „ვარიანტები ჯერ კიდევ გვაქვს, რომლებზეც ვმუშაობთ და ბოლო წუთამდე ვიმუშავებთ.“ 

კატალონიელებს ბოლოს ობამეიანგის იჯარა ჩაეშალათ, მას შემდეგ ჯერჯერობით კამპ ნოუდან სიჩუმეა. 

President Joan Laporta, positive for Covid-19

21:54 აიაქსს სტივენ ბერგვაინის ტრანსფერი ჩაეშალა - ნიდერლანდელები არ იყვნენ მზად 25 მილიონის გადასახდელად და ანტონიო კონტეს ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა. 

Image

21:52 გადაწყვეტილია: ჯოვანი ლო ჩელსო „ტოტენჰემიდან" კარიერას „ვილიარეალში" გააგრძელებს. არგენტინელი ესპანურ გუნდს იჯარით შეუერთდება. 

Image

21:50 ოფიციალურად: ბრაიან ხილი „ტოტენჰემიდან“ სეზონის ბოლომდე იჯარით „ვალენსიაში“ გადავიდა. 

Report: Bryan Gil loan to Valencia agreed - Cartilage Free Captain

21:20  ობამეიანგის ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი - არსენალმა ფეხბურთელის ხელფასის მცირე ნაწილის გადახდაზეც კი უარი თქვა და სურდა რომ ხარჯები ბოლომდე ბარსელონას დაეფარა. 

Barcelona and Juventus make approach for Arsenal striker Pierre-Emerick  Aubameyang - reports - Eurosport

21:03 დელე ალის ტრანსფერის დეტალები: ფეხბურთელი ევერტონთან 3.5-წლიან კონტრაქტს აფორმებს

ევერტონი ტოტენჰემს 12 მილიონ ევროს (+ ბონუსებს) გადაუხდის მაშინვე, როგორც კი ალის გუნდში 20 მატჩი დაუგროვდება. საბოლოოდ, ტრანსფერის ფასმა შეიძლება 35/40 მლნ ევროს მიაღწიოს, თუმცა ეს თავად დელეს და გუნდის ასპარეზობაზეცაა დამოკიდებული. 

Dele Alli: Everton in talks with Tottenham over permanent move for  midfielder worth £40m | Football News | Sky Sports

20:57 დორტმუნდის შვეიცარიელი მეკარე რომან ბიურკი ფრანგულ ლორიანში გადასვლასთან არის ახლოს - ინფორმაციას L'Equipe იტყობინება. 

Image

20:56 ნიკოლას ტალიაფიკოს ტრანსფერი ბარსელონაში ჩაიშალა - კლუბები ვერ შეთანხმდნენ. ბარსელონას მისი იჯარით აყვანა სურდა, აიაქსი კი მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერს განიხილავდა. 

The great of Italy who wants to sign Nicolás Tagliafico

20:55 ესპანური გამოცემა ABC-ს ინფორმაციით, უსმან დემბელე ჩელსიში გადასვლასთან არის ახლოს.

Ousmane Dembele transfer news today: Latest reports & rumours over  Barcelona forward's future | Goal.com

20:53 გადაწყვეტილია: პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბარსელონაში იჯარით არ გადავა. ბრიტანული მედია იტყობინება, რომ არსენალი და ბარსელონა ფეხბურთელის ხელფასის გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ეს ყველაფერი კი მიუხედავად იმისა, რომ ობამეიანგი დღეს ბარსელონაშიც კი ჩაფრინდა და მისთვის კატალონიაში სამედიცინო შემოწმებაც დაინიშნა. 

ობამეიანგის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა — რაზე ვერ შეთანხმდნენ ბარსელონა და არსენალი?

20:50 ოფიციალურად: ტოტენჰემმა იუვენტუსის მეორე ფეხბურთელის, დეიან კულუშევსკის ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურა. 

ფეხბურთელი გუნდს იჯარით + გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. 

20:42 ოფიციალურად: როდრიგო ბენტანკური „იუვენტუსიდან" კარიერას „ტოტენჰემში" გააგრძელებს. ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელში 19 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 6 მლნ კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

ბენტანკურმა „დეზებთან" 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

Image

20:27 გადაწყვეტილია: ალვარო მორატა სეზონს იუვენტუსში ჩაამთავრებს - მისით არსენალი და ბარსელონა ინტერესდებოდნენ. 

Image

20:24 ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ რივერ პლეიტის ახალგაზრდა თავდამსხმელი ხულიან ალვარესი გაიფორმა.

ინგლისის ჩემპიონებმა ტრანსფერში 17+1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს (ბონუსებისჩათვლით). 

ალვარესი „რივერ პლეიტში“ მინიმუმ ზაფხულამდე იჯარით დარჩება. 

Image

20:20 ჯესი ლინგარდმა რალფ რანგნიკს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების სურვილი გამოუთქვა, ფეხბურთელით დედლაინზე „ვესტ ჰემი“ და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან, ყველაფერი „წითელი ეშმაკების“ ხელშია. 

Man Utd News: Lingard upset by Manchester United's stance on Newcastle move  | Marca

20:18 „ვილიარეალი“ და „ტოტენჰემი“ ნახევარმცველ ჯოვანი ლო ჩელსოს ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ფეხბურთელის ტრანსფერს უნაი ემერი ითხოვს და შეთანხმების ალბათობა მაღალია. 

Tottenham midfielder Giovani Lo Celso is set to join Villarreal on loan,  talkSPORT understands, with Rodrigo Bentancur to come in as replacement for  fellow South American at Spurs

20:15 გადაწყვეტილია: აარონ რემსი „იუვენტუსიდან" კარიერას შოტლანდიურ „რეინჯერსში" გააგრძელებს. იჯარა + გამოსყიდვის უფლება ✅

Image

20:15 ოფიციალურად: იუვენტუსმა ფროზინონედან 7.5 მილიონ ევროდ ფედერიკო გატი დაიმატა. 

Image

20:03 გადაწყვეტილია: დელე ალი „ტოტენჰემიდან" კარიერას „ევერტონში" გააგრძელებს. კლუბები შეთანხმდნენ და ტრანსფერი დაიხურა - ინგლისელი „ირისებთან" 3.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ახალ გუნდში ფრენკ ლამპარდს დელე ალი და დონი ვან დე ბეეკი (იჯარით) მიყავს. 

Image

20:00 ოფიციალურად: ტანგი ნდომბელე „ტოტენჰემიდან“ კარიერას იჯარით თავის ყოფილ გუნდში, „ლიონში“ გააგრძელებს. იჯარა სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული და სეზონის ბოლოს „ლიონს“ მისი გამოსყიდვა 65 მილიონ ევროდ შეეძლება.

Image