ავტორიზაცია

"ლამპარდთან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა", - ვან დე ბეკი ევერტონში გადასვლის შემდეგ

"ლამპარდთან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა", - ვან დე ბეკი ევერტონში გადასვლის შემდეგ
თარიღი 01 თებ 2022, 13:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფმა ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეკმა იჯარის წესით "ევერტონში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ევერტონი" შესანიშნავი კლუბია. აქ ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ და იმისათვის მოვედი, რათა გუნდს სატურნირო ცხრილში ზემოთ ასვლაში დავეხმარო".

"ვიმედოვნებ, გუნდს ჩემი უნარებით, გადაცემებით და რა თქმა უნდა, გატანილი გოლებით დავეხმარები".

"გოლები და შედეგიანი გადაცემები ჩემი თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია, იმედი მაქვს, ამას ისევ გავაკეთებ".

"ახალ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდთან ნამდვილად სასიამოვნო შეხვედრა მქონდა. ფეხბურთზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა".

"მის წინააღმდეგ მითამაშია, როცა "აიაქსში" ვთამაშობდი, ის კი "ჩელსის" წვრთნიდა. მიცნობს, როგორც ფეხბურთელს და ფიქრობს, რომ ჩემი თვისებები გუნდს დაეხმარება".

"მისგან ბევრის სწავლა შემიძლია, რადგან პრაქტიკულად ჩემს პოზიციაზე თამაშობდა - ნახევარმცველი იყო, რომელსაც ბევრი გოლი გაჰქონდა", - ციტირებს ვან დე ბეკის სიტყვებს Liverpool Echo.