უახლოეს მატჩებში რეალს მენდი დააკლდება
"რეალის" მცველმა, ფერლან მენდი გუნდის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, წერს Marca.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ბარძაყის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ასე და ამგვარად, დიდი ალბათობით, 26 წლის ფრანგი ესპანეთის თასზე "ბილბაოსთან" (3 თებერვალს), ხოლო ლა ლიგის ეგიდით "გრანადასთან" (6 თებერვალს) და "ვილიარეალთან" (12 თებერვალს) გასამართ შეხვედრებში არ იქნება.
გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მენდის მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან 15 თებერვალს გასამართ 1/8 ფინალურ მატჩშიც.