ავტორიზაცია

ხვიჩას დაემშვიდობა, ზურიკოსთან მივიდა - დესპოტოვიჩის ახალი გუნდი ცნობილია

ხვიჩას დაემშვიდობა, ზურიკოსთან მივიდა - დესპოტოვიჩის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 01 თებ 2022, 20:59

ყაზანის "რუბინის" ყოფილი თავდამსხმელი, ჟორჟე დესპოტოვიჩი ტულის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება. გარიგების ყველა დეტალი უკვე საბოლოოდ შეთანხმებულია.

მხარეები ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს. 30 იანვარს, "წითელ-მწვანეებსა" და სერბ ფორვარდს შორის ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

ლეონიდ სლუცკის გუნდის ყოფილმა შემტევმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში ცხრა შეხვედრაში ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეებში" 29-წლის სტრაიკერის თანაგუნდელი იქნება ზურიკო დავითაშვილი, რომელიც თავის ამჟამინდელ გუნდში აგრეთვე "რუბინიდან" გადმოვიდა.

დესპოტოვიჩს ყაზანში მეგობრობა აკავშირებდა ხვიჩა კვარაცხელიასთან, რომელთანაც ერთად მან არაერთი გოლი შექმნა. როგორც ვხედავთ, ქართველი "წითელ-მწვანეებში" დარჩა, სერბი კი "კანონირებში" გადავიდა.