"დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი რეალში უფრო დიდი ხნით", - პელეგრინიმ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც გაუწვრთნია
„ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდი გაიხსენა, სადაც მან ერთი სეზონი გაატარა.
„დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი მადრიდის „რეალში“ უფრო დიდი ხნით. იმ გუნდებში, რომლებშიც მიმუშავია, ყოველთვის კარგი ფეხბურთელები იყვნენ.
თუმცა, საუკეთესო, ვინც ოდესმე გამიწვრთნია, ცალსახად კრიშტიანუ რონალდუა.“ - ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Mundo Deportivo.
სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ჩილელმა „სიტი“, „რეალი“, „მალაგა“, „ვესტ ჰემი“, „ვილიარეალი“, „რივერ პლეიტი“ და სხვა გუნდები გაწვრთნა.
დეკემბერში „ბეტისმა“ პელეგრინისთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, მან გუნდი 2020 წელს ჩაიბარა და პირველ სეზონში ლა ლიგაში მე-6 ადგილზე გაიყვანა.