ავტორიზაცია

კარიმ ბენზემამ რეალის ამ სეზონის მიზნებზე ისაუბრა

კარიმ ბენზემამ რეალის ამ სეზონის მიზნებზე ისაუბრა
თარიღი 02 თებ 2022, 01:48

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, კარიმ ბენზემამ, გუნდის ამ სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

„ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია ყველა შესაძლო ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. კარგად გამოვიყურებით და თითოეულ მათგანში ბრძოლისთვის მზად ვართ.

მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ტიტულები მომავალშიც მოვიგოთ.“ - აღნიშნა ფრანგმა ფორვარდმა.

ამ სეზონში „რეალმა“ ერთი ტიტულის მოგება უკვე მოახერხა, როცა ესპანეთის სუპერთასზე ჯერ „ბარსელონას“ მოუგო, შემდეგ კი ბილბაოს „ატლეტიკს“.

ამ სეზონში ბენზემამ ლა ლიგის 21 მატჩში 17 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.