ავტორიზაცია

VIDEO: აი, ასეთი ბრაზილია გვენატრება! - "სელესაომ" პარაგვაი ლამაზ შოუში გაანადგურა

თარიღი 02 თებ 2022, 10:40

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო პარაგვაი, რომელიც დაამარცხა გამანადგურებული ანგარიშით, 4:0.

"სელესაოს" მხრიდან გოლები გაიტანეს კოუტინიომ, როდრიგომ, რაფინიამ და ანტონიმ. ვინისიუსს კი ბურთი არ ჩაუთვალეს. როგორც ვხედავთ, "ყვითლები" შესანიშნავ ფორმაში არიან.