ავტორიზაცია

"ეჭვგარეშეა, რომ საუკეთესოა ლა ლიგაში", - ბილბაოს მწვრთნელმა პრიმერას უძლიერესი ფეხბურთელი დაასახელა

"ეჭვგარეშეა, რომ საუკეთესოა ლა ლიგაში", - ბილბაოს მწვრთნელმა პრიმერას უძლიერესი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 02 თებ 2022, 17:28

„ბილბაოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

საუკეთესოდ ესპანელმა კარიმ ბენზემა დაასახელა, რომლის „რეალსაც“ მისი გუნდი ხვალ ესპანეთის თასის ¼-ფინალში დაუპირისპირდება. თუმცა, არის შანსი რომ ამ მატჩში თავად კარიმმა ტრავმის გამო ვერ ითამაშოს.

„ეჭვგარეშეა, რომ ბენზემა ჩვენი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, თუ თამაშის სანახაობაზე ვისაუბრებთ, ვისურვებდი რომ მან მოედანზე გასვლა მოახერხოს.

თუმცა, ჩვენ აშკარად გაცილებით მეტი შანსი გვექნება, თუ ის ვერ ითამაშებს.“ - აღნიშნა მარსელინომ.

წელს „რეალი“ და „ბილბაო“ ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ, ორჯერ ლა ლიგაში და ერთხელ სუპერთასის ფინალში. სამივე მატჩი „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა.