ავტორიზაცია

რაისს პრემიერ ლიგის 3 გრანდი უმიზნებს, ვესტ ჰემმა სასურველი თანხა დაასახელა

რაისს პრემიერ ლიგის 3 გრანდი უმიზნებს, ვესტ ჰემმა სასურველი თანხა დაასახელა
თარიღი 02 თებ 2022, 20:26

"ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კლუბი დატოვოს.

23 წლის ინგლისელმა გასულ ზაფხულს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე "ჩაქუჩების" ორი შეთავაზება იუარა და განუცხადა, რომ მისი მიზანი ტიტულების მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, რაისისთვის "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იბრძოლებენ.

"ვესტ ჰემი" გუნდის ლიდერს 100 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა, სავარაუდოდ, კლუბს ფეხბურთელის ფასისთვის გადახედვა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში რაისმა პრემიერ ლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასიც მიითვალა.

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში 100-მილიონიან ტრანსფერს გაჩარხავს?!