ავტორიზაცია

ლაციოში არეულობაა: სარი განრისხებულია, წასვლით იმუქრება და პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა

ლაციოში არეულობაა: სარი განრისხებულია, წასვლით იმუქრება და პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 02 თებ 2022, 22:58

"ლაციოს" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის მუშაობით უკმაყოფილოა.

რომაელებმა იანვარში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატეს - 23 წლის ნახევარმცველი, ჟოვანე კაბრალი. Rai Sport-ის ინფორმაციით, სარიმ და მისმა შტაბმა არც კი იცოდნენ, ვინ იყო ეს ფეხბურთელი. როცა სპორტული დირექტორი, იგლი ტარე ტრანსფერს ხურავდა, მწვრთნელი და მისი ასისტენტები ნახევარმცველის მონაწილეობით შესაბამის ვიდეომასალას უყურებდნენ და მის შესაძლებლობებს ამ გზით გაეცნენ.

სარი კაბრალის გადაბირებით გაკვრივებულია და ამ ზამთარს "ლაციოს" სატრანსფერო კამპანიით იმედგაცრიებულია, ამიტომაც, როგორც Il Messaggero იტყობინება, მან კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს ულტიმატუმი წაუყენა. მაურისიოს სურს, რომ კლუბის გადაწყვეტილებებში უფრო მეტად იყოს ჩართული, აგრეთვე როგორც თქვა, "ლაციოში" მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ტარე წავა.

რომაელები მწვრთნელთან კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებაზე მართავდნენ დიალოგს, მაგრამ ახლა მოლაპარაკებები შეჩერებულია. სარი კლუბის ხელმძღვანელობაზე ძალიან გაბრაზებულია და კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებს განიხილავს.

მწვრთნელი ელოდა, რომ "ლაციო" ახალ თავდამსხმელს, აგრეთვე ცენტრალურ და ფლანგის მცველებს დაიმატებდა. კაბრალი კი ყველაზე ხშირად გარემარბის პოზიციაზე თამაშობს.