ავტორიზაცია

ფიორენტინას დირექტორი: "კლუბები ხშირად ხდებიან აგენტებისა და ფეხბურთელების მძევლები"

ფიორენტინას დირექტორი: "კლუბები ხშირად ხდებიან აგენტებისა და ფეხბურთელების მძევლები"
თარიღი 02 თებ 2022, 23:23

"ფიორენტინას" სპორტული დირექტორი, დანიელე პრადე თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" წასვლას გამოეხმაურა.

"მწვრთნელმა ვლაჰოვიჩის სიტუაციის შესახებ იცოდა და ესმოდა, რომ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო. გულშემატკივართა იმედგაცრუების და მწუხარების გვესმის, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული".

"კლუბები ხშირად ხდებიან აგენტებისა და ფეხბურთელების მძევლები. უარის თქმა არ შეგიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელი შეიძლება უფასოდ დაკარგო. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა".

"ვიმედოვნებთ, გულშემატკივრებთან ურთიერთობას შრომითა და გამარჯვებებით აღვადგენთ", - ციტირებს იტალიური მედია პრადეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ფლორენციულმა კლუბმა 22 წლის სერბი ფორვარდი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "იუვეში" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვა.