ავტორიზაცია

გერმანიაში დღეს ჩავა - რატომ მოუწია ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნება?

გერმანიაში დღეს ჩავა - რატომ მოუწია ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნება?
თარიღი 03 თებ 2022, 11:12

გიორგი ჩაკვეტაძემ სამშაბათსა და ოთხშაბათს ჰამბურგის ვარჯიშები გააცდინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ 22 წლის ნახევარმცველს ბელგიაში დაბრუნება მოუწია საბოლოო ოფიციალური დოკუმენტების მოსაგვარებლად და დღეს, ხუთშაბათს უკვე ვარჯიშზე გამოცხადდება.

აქედან გამომდინარე, ნაკლებია შანსი 6 თებერვალს დარმშტადტის წინააღმდეგ ჩაკვეტაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს თამაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბელგიური გენტიდან მშრალი იჯარით შეუერთდა.