ავტორიზაცია

ბიელსა: "შეუძლებელია გაიგო როგორ მუშაობს გვარდიოლას ტვინი, კლოპი ბევრად მარტივი გასაგებია"

ბიელსა: "შეუძლებელია გაიგო როგორ მუშაობს გვარდიოლას ტვინი, კლოპი ბევრად მარტივი გასაგებია"
თარიღი 03 თებ 2022, 11:24

„ლიდსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ, თავის კოლეგებზე ისაუბრა.

„გვარდიოლა არ არის ის, ვისი ინტერპრეტაციაც უნდა სცადო, მისით უბრალოდ უნდა დატკბე. როცა ხედავ, რას აკეთებს ის სამწვრთნელო სკამზე, სიამოვნებას იღებ.

თუ ვინმე შეეცდება იმის გამეორებას, რასაც ის აკეთებს, ძალიან რთული იქნება. იმისთვის, რომ მისი საქმე გაიმეორო, უნდა გაიგო როგორ მუშაობს გვარდიოლას ტვინი, რაც პირადად ჩემთვის უბრალოდ შეუძლებელია.

კლოპი, როგორც მეჩვენება, უნიკალური ხელწერის მქონე მწვრთნელია. მისი გუნდის თამაშის ყურებაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ბევრად მარტივი გასაგებია.“ - ციტირებს ბიელსას სიტყვებს DAZN.