ავტორიზაცია

ედინსონ კავანი კარიერას რივერ პლეიტში არ გააგრძელებს

ედინსონ კავანი კარიერას რივერ პლეიტში არ გააგრძელებს
თარიღი 03 თებ 2022, 11:58

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი „რივერ პლეიტში“ არ გადავა.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ ტრანსფერის ინტერესი არცერთ მხარეს არ აქვს და არანაირი მოლაპარაკებები ამ თაობაზე არ გამართულა.

ურუგვაელი ვეტერანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სეზონის ბოლომდე დარჩენას დათანხმდა და საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მაისში მიიღებს. ასევე, ფეხბურთელი ლა ლიგაში ძალების მოსინჯვით არის დაინტერესებული.

მოქმედი კონტრაქტი კავანის „ემიუსთან“ 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ღირებულება ამჟამად 4 მილიონ ევროს შეადგენს. 

პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ „რივერ პლეიტში" კავანი არგენტინელ ხულიან ალვარესს შეცვლიდა, რომელიც ოფიციალურად „სიტის" ფეხბურთელი გახდა, თუმცა სეზონის ბოლომდე იჯარით „რივერში" დარჩება.