ავტორიზაცია

მაურიციო სარიმ ლაციო შესაძლოა ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვოს

მაურიციო სარიმ ლაციო შესაძლოა ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვოს
თარიღი 03 თებ 2022, 14:18

„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, შესაძლოა გუნდი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვოს.

Football Italia-ს ინფორმაციით, სარი „ლაციოს“ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობით უკმაყოფილოა. კერძოდ, მას არ მოსწონს ჟოვანი კაბრალის ტრანსფერი.

სარის და მის თანაშემწეებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ვინ არის ეს ფეხბურთელი და რამდენიმე ვიდეოს უყურა იმ დროს, როდესაც სპორტული დირექტორი იგლი ტარე ტრანსფერს ხურავდა.

იტალიელი სპეციალისტი კლუბის ქმედებებით საშინლად უკმაყოფილოა და სურს, რომ სატრანსფერო საკითხებში მისი აზრიც გაითვალისწინონ. „ლაციო“ მზადაა სარის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და ხელფასიც მოუმატოს, თუმცა ამ ეტაპზე მწვრთნელმად აღნიშნული საკითხი ჯერჯერობით გადადო.

გავრცელებული ინფორმაციით, მაურიციო ხელმძღვანელობას უთხრა, რომ გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ სპორტული დირექტორი წავა.