ავტორიზაცია

"ატლეტიკოდან უნდა გადმოვრთულიყავი", - საულმა ატლეტიკოდან ჩელსიში გადასვლის მიზეზი დაასახელა

"ატლეტიკოდან უნდა გადმოვრთულიყავი", - საულმა ატლეტიკოდან ჩელსიში გადასვლის მიზეზი დაასახელა
თარიღი 03 თებ 2022, 16:02

ესპანელმა ნახევარმცველმა საულ ნიგესმა „ატლეტიკოდან“ იჯარით „ჩელსიში“ გადასვლის მიზეზი დაასახელა.

„გარკვეული დროით „ატლეტიკოდან“ უნდა გადმოვრთულიყავი. იქ 12 წლიდან ვიყავი, ამიტომ ყველაფერი ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა. როცა გულშემატკივრები გისტვენენ, ეს შენზე გაცილებით მეტად ისახება, იმიტომ რომ ეს შენი ადამიანები არიან და რთულ მომენტებში განსხვავებულად განიცდი.

წასვლა რთული იყო, მაგრამ ეს გამოწვევად მივიღე - რათა საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესოების წინააღმდეგ მეასპარეზა და ამის წინაშე არანაირ შიშს არ განივცდი. თავს კარგად ვგრძნობ და ვიცი, რომ თუ ისეთ მდგომარეობაში ვიქნები, როგორშიც უნდა ვიყო, მაშინ „ჩელსის“ დასახმარებლად ბევრის გაკეთება შემიძლია.“ - ციტირებს ნიგესის სიტყვებს კლუბის ვებ-გვერდი.

საული „ჩელსიში" „ატლეტიკოდან" იჯარით გადავიდა, გუნდს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეეძლება.