"გაუგებარ ჭორებზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ", - დორტმუნდის ხელმძღვანელი სულეს შესაძლო ტრანსფერზე
„დორტმუნდის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, სებასტიან კელმა უარყო ინფორმაცია, რომ გუნდი „ბაიერნის“ მცველის, ნიკლას სულეს გადაბირებას ცდილობს.
როგორც იცით, უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ სულეს „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩაუვარდა და ის გუნდს ზაფხულში უფასოდ დატოვებს. პრესამ ის სხვა გუნდებთან ერთად „დორტმუნდსაც“ დაუკავშირა.
„რაღაც გაუგებარ ჭორებზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ. თუ ამას გავაკეთებ, ძალიან დიდხანს მოგვიწევს ლაპარაკი.“ - აღნიშნა კელმა.
სულეს „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამ წლის ზაფხულში ეწურება და მისი უფასოდ გადაბირებით „ბარსელონაც“ ინტერესდება.