ავტორიზაცია

ნდომბელე ტოტენჰემიდან წასვლაზე: "5 მწვრთნელი გამოვიცვალე, რაღაც უნდა შემეცვალა"

ნდომბელე ტოტენჰემიდან წასვლაზე: "5 მწვრთნელი გამოვიცვალე, რაღაც უნდა შემეცვალა"
თარიღი 03 თებ 2022, 20:00

"ტოტენჰემის" საკუთრებაში მყოფმა ნახევარმცველმა, ტანგი ნდომბელემ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ლიონში" იჯარის წესით გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ტოტენჰემში" ხუთი მთავარი მწვრთნელი მყავდა (მაურისიო პოჩეტინო, ჟოზე მოურინიო, რაიან მეისონი, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ და ანტონიო კონტე)".

"რაღაც უნდა შემეცვალა. მაგრამ ჯერ კიდევ "ტოტენჰემს" ვეკუთვნი და მომდევნო სეზონისთვის შესაძლოა ლონდონში დავბრუნდე", - ციტირებს 25 წლის ფრანგის სიტყვებს Evening Standard-ი.

შეგახსენებთ, ნდომბელემ, რომელიც "დეზებმა" 2019 წლის ზაფხულში იყიდეს, მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.