ავტორიზაცია

მილანი რომანიოლისა და კესიეს ვერ უთანხმდება, შემცვლელებს კი ლიგა 1-ში მიაგნო

მილანი რომანიოლისა და კესიეს ვერ უთანხმდება, შემცვლელებს კი ლიგა 1-ში მიაგნო
თარიღი 03 თებ 2022, 20:58

"მილანის" ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება დაიწყო, წერს ცნობილი გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ "როსონერი" "ლილის" ორი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავენ.

ასე და ამგვარად, საუბარია მცველ სვენ ბოტმანსა და ნახევარმცველ რენატუ სანჩეშზე. როგორც აღინიშნება, "მილანში" 22 წლის ჰოლანდიელის თაობაზე ოპტიმისტურად არიან განწყობილები. 24 წლის პორტუგალიელზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

კლუბში ფიქრობენ, რომ ეს ფეხბურთელები ალესიო რომანიოლისა და ფრანკ კესიეს შეცვლიან, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები ეწურებათ. მათთან შეთანხმებას "მილანი" ჯერ ვერ ახერხებს.

მიმდინარე სეზონში ბოტმანმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა, ხოლო სანჩეშმა ასევე 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი შეაგდო და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.