გაირკვა, თუ როდის მიიღებს რონალდუ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას - ESPN
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ახლო მომავალში კლუბიდან წასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, პორტუგალიელი, რომელსაც "ეშმაკუნებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას დაელოდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამასთანავე, არ არის გამორიცხული, ახალმა დამრიგებელმა თქვას უარი იმ ფეხბურთელთან თანამშრომლობაზე, რომელსაც 5 თებერვალს 37 წელი უსრულდება.
ასე და ამგვარად, არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ რონალდუ მომდევნო სეზონში "ემიუში" იასპარეზებს.
მიმდინარე სეზონში კრიშტიამუმ მანიკუნიანელთა მაისურით პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.