ავტორიზაცია

VIDEO: ბარსას შემდეგ, რეალიც! ბილბაომ შინ მადრიდული გრანდი დაამარცხა და კოპა დელ რეის 1/4-ფინალიდან გამოთიშა

თარიღი 04 თებ 2022, 02:31

ესპანეთის სამეფო თასის ¼-ფინალში მადრიდის „რეალი“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეხვედრა „სან მამესზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი ბერენგერმა მატჩის 89-ე წუთზე გაიტანა და „ბილბაოს“ ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

„რეალი“ კი ბრძოლას ამ სეზონში დარჩენილი ორი ტიტულისთვის - ჩემპიონთა ლიგისთვის და ლა ლიგისთვის გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის წინა სტადიაზე „ბილბაომ" „ბარსელონა" დაამარცხა - 3:2, ახლა კი „რეალიც" დააყოლა.