ლევანდოვსკი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ The Best-ის ჯილდოს გამოკითხვაში მესიმ ხმა არ მისცა
"ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი "პსჟ"-ს ფორვარდ ლიონელ მესის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც პოლონელს The Best-ის ჯილდოს გამოკითხვაში ხმა არ მისცა.
"მესის მე მივეცი ხმა, რადგან ვაფასებ იმას, რაც 2021 წელს გააკეთა და რა თქმა უნდა, იქამდეც. მესიმ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე ჩემზე ისაუბრა. რატომ შეეცვალა აზრი? არ ვიცი".
"მაგრამ არც ვწუხვარ და არც პრეტენზია მაქვს. შევეგუე, ეს მესის გადაწყვეტილება იყო, მორჩა და გათავდა. ჯილდო მაინც მივიღე, ასე რომ ამასთან შეგუება გამიადვილდა", - განაცხადა ლევანდოვსკიმ Piłka Nożna-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, მესიმ The Best-ის გამოკითხვაში პირველ ადგილზე ნეიმარი დააყენა, მეორეზე კილიან მბაპე, მესამეზე კი - კარიმ ბენზემა.