ავტორიზაცია

შეძლებს თუ არა ერიქსენი მუნდიალზე თამაშს, გადატანილი გულის შეტევის მიუხედავად?

შეძლებს თუ არა ერიქსენი მუნდიალზე თამაშს, გადატანილი გულის შეტევის მიუხედავად?
თარიღი 04 Feb 2022, 16:16

„ბრენტფორდის“ ახალწვეული კრისტიან ერიქსენი 2022 წლის მუნდიალზე უპრობლემოდ შეძლებს თამაშს.

The Times-ის ინფორმაციით, ფიფა მას ამაში წინ არ გადაუდგება, თუმცა ტურნირის წინ ფეხბურთელს სრული სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს.

„ფიფას ტურნირების წინ ყველა ფეხბურთელმა კარდიოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, რათა დარწმუნდეს, რომ სრულიად აქვს გაცნობიერებული ყველა დეტალი, რომელმაც მათ ჯანმრთელობაზე შეიძლება იმოქმედოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად ფეხბურთელი და შესაბამისი ასოციაცია მიიღებენ.“ - აღნიშნა ფიფას წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მატჩზე ერიქსენს გულის შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა სასწაულებრივად მოახერხეს. ამის შემდეგ, მას გულის დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რომლითაც სერია ა-ში თამაში აკრძალულია და დანიელმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.