კაფუ: "ვარ თუ არა გაკვირვებული იმით, რომ ნეიმარმა ოქროს ბურთი ვერცერთხელ ვერ მოიგო?"

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა, კაფუმ, ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მისმა თანამემამულემ, ნეიმარმა, ოქროს ბურთი კარიერაში ვერცერთხელ ვერ მოიგო.
გაკვირვებული ხართ იმით, რომ ნეიმარმა კარიერაში ვერცერთხელ ვერ შეძლო ოქროს ბურთის მოგება?
დიახ, მიკვირს. ვფიქრობ, მას ოქროს ბურთის მოსაგებად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სულაც არ სჭირდება. უბრალოდ, მან ეს ჯილდო თავისი თამაშით და სათამაშო დონით უნდა დაიმსახუროს.
ახლა ის ტრავმირებულია და მსოფლიოში ნამდვილად არსებობს მასზე უკეთესი ფეხბურთელები, ეს მართალია.“ - აღნიშნა კაფუმ.
ნეიმარი ევროპაში პირველად 2013 წელს გამოჩნდა, როცა „ბარსელონაში" „სანტოსიდან" გადავიდა. კატალონიურ გუნდში გატარებული 4 სეზონის შემდეგ მან „პსჟ-ს" მიაშურა, სადაც დღემდე თამაშობს, თუმცა ოქროს ბურთის მოგებასთან ჯერჯერობით ახლოსაც არასდროს არ ყოფილა.