ზაფხულში ბაიერნს და ბარსელონას დე ლიგტისთვის ბრძოლაში ინგლისური გრანდიც შეეცილებათ
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „იუვენტუსის“ ნიდერლანდელი მცველის, მატეის დე ლიგტის გადაბირების ვარიანტს განიხილავს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, დე ლიგტის შეძენისთვის ბრძოლაში „მანჩესტერი“ კონკურენციას „ბარსელონას“ და მიუნხენის „ბაიერნს“ გაუწევს, რომლებიც ნიდერლანდელით ასევე ინტერესდებიან.
დე ლიგტის აგენტი მინო რაიოლა არ მალავს, რომ მომავალი ზაფხულიდან ფეხბურთელი „იუვენტუსიდან“ წასვლის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
მატეისი „იუვეში“ 2019 წელს „აიაქსიდან“ 85.5 მილიონ ევროდ გადავიდა.