ლივერპულის დატოვებიდან რამდენიმე თვეში, ჩედრან შაქირი ევროპულ ფეხბურთს ემშვიდობება

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა, გუნდის შვეიცარიელ შემტევს წასვლის ნება დართეს.
ფრანგული კლუბის ოფიციალური განცხადებიდან ვკითხულობთ, რომ შაქირიმ უფლება მიიღო, რომ MLS-ის ერთ-ერთ გუნდთან აწარმოოს მოლაპარაკებები და ამ სათამაშოდ სხვა კონტინენტზე გადაბარგდეს.
30 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ს 23-ე ტურის მატჩზე განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან ახალ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
როგორც ინსაიდერი და ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, „ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელი კარიერას „ჩიკაფო ფაიერში“ გააგრძელებს.
შაქირი „ლიონში“ „ლივერპულიდან“ გასულ ზაფხულს გადავიდა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მან გუნდის მაისურით 16 მატჩში 1 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.