ავტორიზაცია

"კვარაცხელიამ მოუკლო, მაგრამ ის მაინც არის ყველაზე ძვირადღირებულთა რიცხვში", - რუსული პრესა

"კვარაცხელიამ მოუკლო, მაგრამ ის მაინც არის ყველაზე ძვირადღირებულთა რიცხვში", - რუსული პრესა
თარიღი 05 თებ 2022, 13:59

Championat.com-მა რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. ათეულში მოხვდა ყაზანის "რუბინის" გარემარბიც, ხვიჩა კვარაცხელიაც.

"მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას თამაში ისეთი კაშკაშა ვერაა, როგორც ადრე იყო, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება კვლავინდებურად სოლიდურია და 16 მილიონს შეადგენს", - წერს რუსული გამოცემა.

ქართველი ვინგერი არის მეხუთე ადგილზე და მასზე წინ არიან შემდეგი ფეხბურთელები - ჯონ კორდობა (17 მილიონი), მარკუს ვენდელი (19 მილიონი), ვილმარ ბარიოსი (20 მილიონი) და მალკომ ოლივეირა (22 მილიონი).

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, "წითელ-მწვანეების" ფლანგელმა ჩაატარა 15 შეხვედრა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი ასისტი.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 21-წლის შემტევის სახელი პრესამ დაუკავშირა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს, თუმცა ფეხბურთელი კვლავ ლეონიდ სლუცკის გუნდში დარჩა.

"კვარაცხელიას თაობაზე სევილიას ვესაუბრე, თუმცა მისთვის იდეალური აიაქსი იქნება", - ქართველი აგენტი