ავტორიზაცია

VIDEO: თავით შეფრინდა! მჭედლიძემ ტორპედოში სადებიუტო გოლი გაიტანა

თარიღი 05 თებ 2022, 16:40

ქუთაისის ტორპედო წინასასეზონო შეკრების ფარგლებში ნაპრედაკს მასპინძლობს.

31 წლის თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ქუთაისელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიშიც გახსნა.

ლევან მჭედლიძე ტორპედოში 2021 წლის შემოდგომიდან თამაშობს. მანამდე ის საქართველოში ბათუმისა და თბილისის დინამოების შემადგენლობაში ირიცხებოდა.