VIDEO: მილანმა ინტერთან მატჩი ჟირუს 3 წუთში გაფორმებული დუბლით შემოატრიალა და დრამატული დერბი მოიგო
სერია ა-ს 24-ე ტურში „ინტერმა“ „ჯუზეპე მეაცაზე“ „მილანს“ უმასპინძლა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და „როსონერის“ დიდებული ქამბექით, 2:1 დასრულდა.
38-ე წუთზე ივან პერიშიჩმა იტალიის ჩემპიონი დააწინაურა და პირველი ტაიმი მოაგებინა, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე „მილანი“ მეტი გოლის გაშვებისგან მეკარე მაიკ მენიომ იხსნა, მეორე ტაიმში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ოლივიე ჟირუმ 75-ზე და 78-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა, „ინტერს“ კი დაუგეგმავი მარცხი აგემა.
„ინტერი“ 23 მატჩის შემდეგ 53 ქულით კვლავ პირველ ადგილს იკავებს, „მილანი“ კი 52 ქულით მეორე პოზიციაზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.