"ყველაფერი ალკოჰოლის გამო ხდებოდა", - რუნიმ აღიარა, რომ მანჩესტერში თამაშისას ალკოდამოკიდებულება ჰქონდა
„დერბის“ მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.
„საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ყველაფერთან გამკლავება მესწავლა. თითქოს, შენ ხვდები ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ძალიან არაკომფორტულად გრძნობ თავს.
ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ზოგჯერ, ყველაფერი პრესამდე მიდიოდა, ზოგჯერ კი - არა. ძალიან მიჭირდა იმ ყველაფერთან გამკლავება, რაც გაზეთებში იწერებოდა და ასევე ფერგიუსონთან და ოჯახთან საქმის დაჭერა.
იყო პერიოდები, როცა უფეხბურთოდ რამდენიმე დღე მქონდა და მე უბრალოდ სადმე ვიკეტებოდი და უბრალოდ ვსვამდი, ვცდილობდი თავიდან ყველაფერი ამომეგდო. ხალხმა შეიძლება იცოდეს, რომ ზოგჯერ დალევა მიყვარდა, მაგრამ ყველაფერი რეალურად გაცილებით მძიმედ იყო.
ყველაფერი ერთმანეთს ეწყობოდა: თამაშ ნაკრებში, „მანჩესტერში“, ზეწოლა იმის გამო, რაც პირად ცხოვრებაშ ხდებოდა. როცა ვიზრდებოდი, მსგავსი რაღაცების სხვებთან მოყოლა ჩვენთვის მიღებული არ იყო და როგორმე, ყველაფერს შენით უნდა გამკლავებოდი და არა დახმარება გეთხოვა.
როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა, ყოველთვის დამნაშავე ალკოჰოლი იყო. როცა ფხიზელი ვიყავი, არაფერი სულელობა არ მომხდარა. ამიტომ, ამ საკითხის გადაჭრა მომიწია. ახლა ალკოჰოლთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, პრობლემა აქტუალური აღარ არის. ზოგჯერ დავლევ ხოლმე, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე.
ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, არასდროს არ ყოფილა მომენტი, რომ თავი ალკოჰოლიკად მიმაჩნდა.“ - თქვა რუნიმ Amazon-ის მიერ მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.