ავტორიზაცია

ხავი: "ვნახოთ, შეუთანხმდება თუ არა ბარსელონა არაუხოსა და მის აგენტს"

ხავი: "ვნახოთ, შეუთანხმდება თუ არა ბარსელონა არაუხოსა და მის აგენტს"
თარიღი 06 Feb 2022, 17:33

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ მცველ რონალდ არაუხოს კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენი პრიორიტეტი რონალდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. ძალიან ბევრს გვაძლევს. ეს სიმართლეა და მისი თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ".

"ვნახოთ, შეძლებს თუ არა კლუბი მასთან და მის აგენტთან შეთანხმებას", - ციტირებს ხავის სიტყვებს Sport.es-ი.

ცნობისთვის, 22 წლის ურუგვაელს კატალონიურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში არაუხომ "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.