VIDEO: მანე - სალაჰის დაპირისპირება სადიომ პენალტების სერიაში მოიგო - სენეგალი ისტორიაში პირველად აფრიკის ჩემპიონი გახდა!
აფრიკის თასის ფინალში ერთმანეთს სენეგალის და ეგვიპტის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ეს მატჩი მინი-ლივერპულურ დერბიდ შეირაცხა, იმიტომ რომ ერთმანეთს სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, მე-7 წუთზე სადიო მანეს თავისი გუნდის წინ გაყვანა შეეძლო, თუმცა, პენალტი გააცუდა.
საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც უკეთესი სენეგალი აღმოჩნდა და ისტორიაში პირველად დაეუფლა კონტინენტის თასს.
სენეგალის რიგებში გადამწყვეტი პენალტი სადიო მანემ შეასრულა, ეგვიპტედან კი სალაჰს თერთმეტმეტრიანის შესრულება არ დასცალდა.