ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა ბერნაბეუზე ბენზემას და ვინისიუსის გარეშე მოიგო და ლა ლიგაში ლიდერობა გაიმყარა

თარიღი 07 თებ 2022, 01:57

ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „გრანადას“ მინიმალური ანგარიშით მოუგო.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე მარკო ასენსიომ ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა და „რეალს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მადრიდელებს შეტევის ლიდერები - ვინისიუსი (დისკვალიფიკაცია) და ბენზემა (ტრავმა) აკლდნენ.

„რეალმა“ 53 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „სევილიასთან“ სხვაობა უკვე 6 ქულამდე გაზარდა, „გრანადა“ კი 24 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.