ავტორიზაცია

ზაფხულში ნიუკასლი არსენალის მეკარის გადაბირებას შეეცდება

ზაფხულში ნიუკასლი არსენალის მეკარის გადაბირებას შეეცდება
თარიღი 07 თებ 2022, 16:08

„ნიუკასლი“ ზაფხულში „არსენალის’ გერმანელი გოლკიპერის, ბერნდ ლენოს გადაბირებას შეეცდება.

GiveMeSport-ის ინფორმაციით, „ირისებმა“ იანვარში „მან იუნაიტედის“ სარეზერვო მეკარის, დინ ჰენდერსონის ტრანსფერი ვერ დახურეს და მზად არიან, ზაფხულში ლენოს ტრანსფერზე იმუშავონ.

29 წლის ლენომ აარონ რამსდეილთან ამ სეზონში კონკურენცია წააგო და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 11 გოლი გაუშვა და ორჯერ შეინახა კარი მშრალად.

ლენო „არსენალში“ 2018 წლიდან თამაშობს, სადაც „ლევერკუზენიდან“ 25 მილიონ ევროდ გადავიდა. ინგლისური გუნდის მაისურით მან 124 მატჩში ითამაშა, 145 გოლი გაუშვა და 36-ჯერ კარი მშრალად შეინახა.