ავტორიზაცია

ბაიერნის პრეზიდენტი ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ: "ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს"

ბაიერნის პრეზიდენტი ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ: "ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს"
თარიღი 07 თებ 2022, 20:20

"ბაიერნის" პრეზიდენტს, გერბერტ ჰაინერს "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ყიდვაზე ჰკითხეს.

მოგეხსენებათ, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტის თანახმად, მომავალ ზაფხულს მისი ყიდვა ნებისმიერ კლუბს 75 მილიონ ევროდ შეეძლება.

"ლევანდოვსკი გვყავს და ბედნიერი ვიქნები, თუ კარიერას "ბაიერნში" დაასრულებს", - ციტირებს მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელის სიტყვებს Bild-ი.

"დარწმუნებული ვარ, რობერტი ასეთ დონეზე კიდევ რამდენიმე წელიწადი ითამაშებს", - დასძინა ჰაინერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 ასისტიც მიითვალა, ხოლო 33 წლის ლევანდოვსკიმ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 35-ჯერ აიღო და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.