ავტორიზაცია

"მათ ადგილას რომ ვიყო, მის გამო ყულაბას გავტეხდი", - პოლ მერსონმა მანჩესტერს ფეხბურთელი ურჩია

"მათ ადგილას რომ ვიყო, მის გამო ყულაბას გავტეხდი", - პოლ მერსონმა მანჩესტერს ფეხბურთელი ურჩია
თარიღი 07 თებ 2022, 20:51

"არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პოლ მერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედს" "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის, დეკლან რაისის ყიდვა ურჩია.

"ვფიქრობ, ამ ზაფხულს რაისი "მანჩესტერ იუნაიტედში" წავა. მათ ადგილას რომ ვიყო, მის გამო ყულაბას გავტეხდი. კლუბის ნახევარდაცვა არ არის საკმარისად ძლიერი, მატჩებში ვერ დომინირებს. ჩემი აზრით, "ემიუმ" რაისი უნდა იყიდოს".

"თავის საქმეში საუკეთესოა. 10-ჯერ უფრო უკეთესი გახდა. ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციიდან წინ მირბის, გოლები გააქვს და მომენტებს ქმნის. უბრალოდ ფენომენალური ბიჭია".

"და თუ "ემიუს" ნახევარდაცვას გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები იმისათვის, რათა რაიმე მოიგონ", - განაცხადა ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა.