VIDEO: ძალიან ეფექტურად - გიორგი წიტაიშვილმა ჩერნომორეცში გაიტანა
შუასასეზონო შეკრების ფარგლებში ჩერნომორეცი ამხანაგურ მატჩში უკრაინულ ჟიტომირს დაუპირისპირდა და 2-1 წააგო.
ოდესელთა შემადგენლობიდან ერთადერთი და ეფექტური გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომლის გოლითაც 54-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა.
გიორგი წიტაიშვილი ჩერნომორეცში კიევის დინამოდან იჯარის წესით თამაშობდა. სეზონის დასრულების შემდეგ 21 წლის ნახევარმცველი დედაქალაქურ გუნდში დაბრუნდება.