ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი ფრე — დინამო ბათუმი ამხანაგურ მატჩში კვარაცხელიას რუბინს დაუზავდა

თარიღი 08 Feb 2022, 15:45

დღეს, 8 თებერვალს, ბათუმის "დინამო" ამხანაგური მატჩის ეგიდით ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდა, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება.

აღნიშნული დაპირისპირება თურქეთის ქალაქ ბელეკში გაიმართა, სადაც გუნდები ზამთრის შეკრებაზე იმყოფებიან.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და რუსული კლუბის შეხვედრა შედეგიანი ფრით დასრულდა - 2:2.

ანგარიში მე-60 წუთზე "დინამოს" ნახევარმცველმა, ჯაბა კიღაურმა გახსნა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 65-ე წუთზე გერმან ონუგჰამ წონასწორობა აღადგინა, მანაც თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად. უკვე 67-ე წუთზე კი კირილ კლიმოვის ზუსტი დარტყმით ყაზანელები წინ გავიდნენ.

თუმცა, 88-ე წუთზე ჯიღაურმა მეტოქე კიდევ ერთხელ დაამწუხრა, დუბლი გაიფორმა, ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "რუბინის" მხრიდან ძირითად შემადგენლობაში იყო კვარაცხელია, რომელსაც რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.