ავტორიზაცია

მორატიმ მოურინიოს ინტერიდან რეალში წასვლა გაიხსენა: "მაინც იდეალური დასასრული იყო"

მორატიმ მოურინიოს ინტერიდან რეალში წასვლა გაიხსენა: "მაინც იდეალური დასასრული იყო"
თარიღი 08 Feb 2022, 17:42

"ინტერის" ყოფილმა მფლობელმა და პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ "რომასთან" გასამართი მატჩის წინ, რომელსაც ამჟამად სათავეში ჟოზე მოურინიო უდგას, გაიხსენა, როგორ წავიდა პორტუგალიელი სპეციალისტი 2010 წელს მილანური გრანდიდან "რეალში".

"ეს ისტორია წარსულს ჩაბარდა. მოურინიომ გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე დიდი ხნით ადრე მიიღო ("ინტერმა" მაშინ "ბაიერნი" დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა)".

"ეს არ გვითქვამს, რადგან მაისი "ინტერისთვის" გადამწყვეტი თვე იყო, ჰარმონიის გაფუჭება არ გვინდოდა".

"რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან სახლში ვისადილეთ და ყველაფერი გადავწყვიტეთ. დღეს "რომასთან" გასამართ მატჩში კი ემოციებით იქნება გაჟღენთილი, რადგან "ინტერთან" ძლიერი კავშირი აქვს".

"მაშინ ყველასათვის ყველაფერი იდეალურად დასრულდა. კმაყოფილი იყო შედეგებით და მიღებული გამოწვევით. მწვერვალზე ავედით, ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ დაშორება მოგვიწია, მაინც იდეალური დასასრული იყო", - განუცხადა მორატიმ Football Italia-ს.