ავტორიზაცია

არველაძე რუნისთან დამარცხდა - დერბი ჰალი 3:1

არველაძე რუნისთან დამარცხდა - დერბი ჰალი 3:1
თარიღი 09 თებ 2022, 01:49

ჩემპიონშიფის მორიგი ტურის ფარგლებში "დერბი ქაუნთიმ" საკუთარ კედლებში მიიღო "ჰალ სიტი", რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, "ვერძების" მთავარი მწვრთნელი არის უეინ რუნი, "ვეფხვების" კი შოთა არველაძე.

როგორც ვხედავთ, ინგლისელმა დამრიგებელმა თავის ქართველ კოლეგას აჯობა. იორკშირელები აგრძელებენ ინგლისის რანგით მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას.

30 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, "შავ-ყვითლები" 32 ქულით არიან მე-19 ადგილზე, გასავარდნ ზონამდე ინტერვალი კი ამ დროისთვის საერთო ჯამში 12 ქულას შეადგენს.

უკვე სამი ტურია, რაც "ჰალ სიტი" არველაძის თავკაცობით გამოდის და ამ დროის განმავლობაში გუნდის ანგარიშზე არის ერთი გამარჯვება და ორი მარცხი. "ვეფხვებმა" დაამარცხეს "სუონსი", წაგება კი "დერბისთან" და "პრესტონთან" დაფიქსირდა.