საშინელი ამბები მადრიდიდან - პსჟ-სთან შეხვედრა შესაძლოა კარიმ ბენზემამ გამოტოვოს
„პსჟ-სთან“ მატჩამდე 6 დღით ადრე, მადრიდის „რეალს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ.
როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, „რეალს“ „პსჟ-სთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შესაძლოა კარიმ ბენზემა და ფერლან მენდი ვერ დაეხმარონ.
ფრანგმა შემტევმა ტრავმა „ელჩესთან“ იანვრის მატჩში მიიღო და მას შემდეგ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მენდიმ კი დაზიანება ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და ჯერჯერობით, არც მისი გამოჯანმრთელება ჩანს მოსალოდნელი.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ორივე ფრანგი ფეხბურთელი „ვილიარეალთან“ უიქენდის შეხვედრას გამოტოვებს და მათი მონაწილეობა „პსჟ-სთან“ მატჩშიც საეჭვოა, რომელიც სამშაბათს, 15 თებერვალს გაიმართება.