ავტორიზაცია

"პრიორიტეტი სევილია იყო", - მარსიალმა დაასახელა ორი გრანდი, რომელსაც იანვარში მისი გადაბირება უნდოდა

"პრიორიტეტი სევილია იყო", - მარსიალმა დაასახელა ორი გრანდი, რომელსაც იანვარში მისი გადაბირება უნდოდა
თარიღი 09 Feb 2022, 21:08

"სევილიას" ახალწვეულმა, ანტონი მარსიალმა დაასახელა კლუბები, რომლებიც იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი გადაბირებით ინტერესდებოდნენ.

მოგეხსენებათ, 26 წლის თავდამსხმელი ანდალუსიურ კლუბს ამ ზამთარს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით შეუერთდა.

"იანვარში "ბარსელონა" ჩემს აგენტებს ესაუბრა. "იუვენტუსს" უნდოდა ჩემი დამატება და დაჟინებით მოითხოვდა გარიგებას. ეს სიმართლეა".

"მაგრამ ჩემი პრიორიტეტი "სევილია" იყო. აქ შანსი მაქვს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გავხდე - რეგულარულად ვითამაშო, როგორც მინდოდა", - განაცხადა მარსიალმა Diario Sevilla-სთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ "სევილიას" რიგებში ფრანგი შემტევის დებიუტი უკვე შედგა.