ავტორიზაცია

ლა ლიგის კომიტეტმა დანი ალვეში 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

ლა ლიგის კომიტეტმა დანი ალვეში 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
თარიღი 09 თებ 2022, 23:41

„ბარსელონას“ მცველს დანი ალვეშს ლა ლიგაში ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ვეტერანმა „ატლეტიკოსთან“ (4:2) მოგებულ შეხვედრაში კარასკოს წინააღმდეგ უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

შეხვედრის მეორე ნახევარში ალვეშმა ბელგიელს ფეხი უხეშად დააბიჯა და არბიტრმა, სიტუაციის VAR-ით გადამოწმების შემდეგ ფეხბურთელს პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა.

ალვეში გახდა „ბარსას“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

მატჩის პროტოკოლში არბიტრმა ეპიზოდი ისე აღწერა, რომ ალვეშმა ბურთზე თამაშის მცდელობის გარეშე იუხეშა, რის გამოც სადისციპლინო კომიტეტმა მისი ორი მატჩით დასჯა გადაწყვიტა.

შესაბამისად, დანი „ბარსას“ „ესპანიოლთან“ 13 თებერვლის და „ვალენსიასთან“ 20 თებერვლის მატჩებში ვერ დაეხმარება.