ავტორიზაცია

კლოპი: "არამგონია, სალაჰს თავში მოტივაციისთვის ადგილი ჰქონდეს დარჩენილი"

კლოპი: "არამგონია, სალაჰს თავში მოტივაციისთვის ადგილი ჰქონდეს დარჩენილი"
თარიღი 10 Feb 2022, 00:11

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა მო სალაჰის და ეგვიპტის ნაკრების აფრიკის თასის ფინალში მარცხზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელები ფინალში სადიო მანეს სენეგალთან პენალტებში დამარცხდნენ.

„ის ძალიან იმედგაცრუებულია და ეს სერიოზული საკითხია. ფინალში წაგება ყოველთვის რთულია, მეც შემიძლია ეს დავამოწმო, თანაც წაგება ისე, როგორც სალაჰმა წააგო, განსაკუთრებით რთულია.

სალაჰს დაბრუნება უხარია, მაგრამ ძალიან გულგატეხილია, ჩვენ ამ ტურნირზე უკვე ვილაპარაკეთ და რა თქმა უნდა, ის ყველაფერს გაუმკლავდება. იმედია, დღეს ის უკვე უკეთ არის, მაგრამ გუშინ როცა ვნახეთ, ის ჯერ კიდევ ფინალზე ფიქრობდა.

იქნება თუ არა ეს მისთვის მოტივაციის წყარო? არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ასეთი ხასიათი აქვს. არ ვფიქრობ, რომ მას თავში ადგილი კიდევ უფრო დიდი მოტივაციისთვის აქვს დარჩენილი თუმცა მო ამ წაგებიდან გაკვეთილს მიიღებს, როგორც ჩვენ.“ - აღნიშნა კლოპმა.